რეზონანსი
(20.08.2022)

დღეს, 20 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, ჩერნობაევკას აეროდრომს დაარტყეს - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინელი ჟურნალისტი ანდრიი ცაპლიენკო თავის Telegram არხზე ავრცელებს - „ჩორნობაევკას აეროდრომზე სულ მცირე სამი დარტყმა მოხდა“, - წერს ის. 

სოციალურ ქსელებში ქვეყნდება ფოტოები, სადაც შავი კვამლი ჩანს.

ჩერნობაევკაში მდებარე სამხედრო აეროდრომს ოკუპანტი სამხედროები სამეთაურო პუნქტად და თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების სადგომად იყენებს. ის არაერთხელ გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამიზნე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე