რეზონანსი
(20.08.2022)

ერთი ნაბიჯი მაინც გადმოდგას ISFED-მა ისეთი, რომელიც საშუალებას მისცემ, რომ პოლიტიკურ პარტიად არ ითვლებოდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ერთი ნაბიჯი მაინც გადმოდგას ISFED-მა ისეთი, რომ ის დარჩეს იმ სტატუსის მატარებლად, რაც არის არასამთავრობო ორგანიზაცია - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არ შეიძლება ვმუშაობდეთ, სამუშაოდ ერთად ვისხდეთ ადამიანები, სადაც ერთი იძახის, რომ შენ საერთოდ არ გაქვს ლეგიტიმაცია და მე უნდა დავნიშნო მთავრობაო, ეს არის სწორი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფი ფორმალურად შეიძლება არც შექმნილიყო რომელიმე პუნქტზე სამუშაოდ და ისე მომხდარიყო პუნქტის შესრულება.

„იგივე შეიძლება ეხებოდეს საარჩევნო კანონმდებლობას და ნებისმიერ სხვა მიმართულებას. ამ ფონზე რატომ ითვლება რომ ამ შემთხვევაში ამ ჯგუფის სამუშაო ჯგუფში ჩართულობა, მონაწილეობა და ამ სტატუსის მოპოვება ქმნის ერთადერთ ფორმას ჩართულობისა ამ საკითხების განხილვაში - ჩემთვის გაუგებარია. სულ რომ არ შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი ესეც ნორმალური იქნებოდა და ამაზე ვერავინ ვერაფერს იტყოდა. შეიძლებოდა ისე წარმართულიყო მუშაობა შეიძლება, მაგალითად სამუშაო შეხვედრები გამართულიყო. სამუშაო ჯგუფის წევრი არის თუ არ არის, ამით არ შემოიფარგლება სამოქალაქო სექტორის ჩართულობა საზოგადოდ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი არ მიიწვიეს, რის გამოც შეხვედრა პროტესტის ნიშნად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე