რეზონანსი
(20.08.2022)

ჩვენთვის კრიტიკა კი არ არის პრობლემა, ჩვენთვის პრობლემაა, როდესაც აღრეულია სტატუსები, როლები, მოვალეობები და ფუნქციები - როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია კრიტიკის ნაცვლად ითხოვს, რომ იქცეს პოლიტიკურ აქტორად და იქცეს სუბიექტად, რომელიც დასაკომპლექტებს მთავრობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„დღეს რამდენიმე ოპოზიციონერმა გააკეთა განცხადება, რომ თითქოს და ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზია კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაცია და ამიტომ არ მივეცით სადღაც მონაწილეობის შესაძლებლობა. ეს არ არის სწორი. ჩვენი მიზანი არ არის კრიტიკული ხმის ჩახშობა არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაგალითად, საია არ იქნებოდა წარმოდგენილი არც ერთ შემთხვევაში სამუშაო ჯგუფებში, მაგრამ რა წამს ეს ორგანიზაცია იტყვის, რომ გადადგეს ეს მთავრობა, პარლამენტმა თავი შეიკავოს და მე უნდა დავნიშნო მთავრობა, აქ რასაკვირველია ზღვარი იშლება - ის პოლიტიკური პარტიაა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე