რეზონანსი
(20.08.2022)

ზაპოროჟიეს რეგიონიდან, რუსი სამხედროები მოწამვლის ნიშნებით ჰოსპიტალში გადაიყვანეს - ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს და ამტკიცებს, რომ "ზელენსკის რეჟიმი" რუსი სამხედრო პერსონალის წინააღმდეგ, მომწამვლელ ნივთიერებებს იყენებდა.

„დონბასსა და სხვა რეგიონებში სამხედრო დამარცხების ფონზე, ზელენსკის რეჟიმმა მოაწყო ტერორისტული აქტები ქიმიური შხამის გამოყენებით რუსი სამხედრო პერსონალისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვა.

მათივე თქმით, სამხედრო მოსამსახურეები ზაპოროჟიედან 31 ივლისს გადაიყვანეს საავადმყოფოში მოწამვლის ნიშნებით და მათ ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერება B ტიპის ბოტულინის ტოქსინი აღმოაჩინეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე