დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, ტობიას ელვუდი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თუ გამიზნულად მოხდება თავდასხმა, რაც რადიაციის გაჟონვას გამოიწვევს, ეს აღქმული უნდა იყოს როგორც თავდასხმა ნატო-ს წევრ სახელმწიფოზე და ორგანიზაციის მეხუთე მუხლი უნდა ამოქმედდეს.
„მოდით ეს ახლავე გავარკვიოთ. ნებისმიერი განზრახ დაზიანება, რაც გამოიწვევს რადიაციის გაჟონვას უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე, იქნება ნატო-ს მეხუთე მუხლის დარღვევა", - წერს ტობიას ელვუდი და მას მხარს უჭერს ამერიკელი კონგრესმენი ადამ კიზინგერიც.
როგორც ადამ კინზინგერმა აღნიშნა, ნებისმიერი გაჟონვა შეიწირავს ხალხს ნატო-ს წევრ ქვეყნებში.
„ეს 100 % - ით ასეა. არც კი განიხილება. ნებისმიერი გაჟონვა შეიწირავს ხალხს ნატოს წევრ ქვეყნებში. ეს ავტომატურად ნიშნავს მეხუთე მუხლის ამოქმედებას", - წერს კიზინგერი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე