რეზონანსი
(20.08.2022)

ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სო­ფელ ავ­ლევ­ში გუ­შინ სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 29 წლის ქალი მე­უღ­ლემ გა­გუ­და. უც­ნო­ბია, რა გახ­და და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი. გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მა­მის თქმით, ცოლ-ქმა­რი მაყ­ვლის საკ­რე­ფად იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი სო­ფელ ავ­ლევ­ში. ბრალ­დე­ბულ­მა თა­ნა­სოფ­ლელ ბი­ჭებს თა­ვად გა­უმ­ხი­ლა, რომ მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა, რის შემ­დე­გაც ად­გილ­ზე მა­ლე­ვე მი­ვი­და პო­ლი­ცია და ის და­ა­კა­ვა.

რო­გორც მოკლულის მე­გო­ბა­რი ამბობს, მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მა­მა­კაცს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

"სა­ო­ცა­რი გოგო იყო თინა... თბი­ლი, კე­თი­ლი, მხი­ა­რუ­ლი. ჩემი სოფ­ლი­დან იყო, ვა­ყე­დან. მაყ­ვლის კრე­ფის დროს ჩვე­ნი სოფ­ლის მინ­დვ­რე­ბი­დან გაჰ­ყვნენ გზას და ავ­ლევ­ში ასე მოხ­ვდნენ. მის ქმარს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. შვი­ლი არ დარ­ჩე­ნი­ათ, რამ­დე­ნა­დაც ვიცი." - ამ­ბობს ნიკა მო­სი­აშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის პო­ზი­ცი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 18 აგ­ვის­ტოს, 34 წლის ბრალ­დე­ბულ­მა 29 წლის მე­უღ­ლე ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით და­ახ­რჩო.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ, ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, და­ი­ნიშ­ნე­ბა ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მე­ლიც და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს ბრალ­დე­ბუ­ლის ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას შე­ის­წავ­ლის.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე