რეზონანსი
(20.08.2022)

ომის დაწყებიდან ნახევარი წლის შემდეგ, კიევის ცენტრალურ ნაწილში განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის „აღლუმი" მოეწყო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, უკრაინაზე თავდასხმის დაწყებისას რუსეთი აღნიშნული ტექნიკით კიევის ქუჩებში აღლუმის გამართვას გეგმავდა, თუმცა ომის დაწყებიდან ნახევარი წლის შემდეგ კიევში განადგურებული რუსული ტექნიკის აღლუმი უკრაინამ თავად მოაწყო.

„უკრაინა აგრძელებს მოსკოვის "დატროლვას". პუტინი ელოდა სწრაფ გამარჯვებას და აღლუმის ჩატარებას კიევში. დღეს კი უკრაინის დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე რუსული სამხედრო მანქანები უკანასკნელად განლაგდა", - წერს the Guardians-ის საერთაშორისო კორსპონდენტი ემა გრაჰამ-ჰარისონი „ტვიტერის" გვერდზე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე