რეზონანსი
(20.08.2022)

თურქეთში, გაზიანთეფის პროვინციაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულებს შორის 2 ჟურნალისტი, 3 მეხანძრე-მაშველი და 4 მედიკოსია, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთმანეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, სახანძრო მანქანა და საინფორმაციო სააგენტო „იჰლასის" ჟურნალისტების ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.

იუსტიციის მინისტრმა, ბექირ ბოზდაღმა განაცხადა, რომ ნიზიფის მთავარმა პროკურატურამ გაზიანთეფში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე