რეზონანსი
(20.08.2022)

რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაივში მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმა განახორციელეს.

„რუსული რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, შენობა პრაქტიკულად განადგურდა. ადგილზე ჩვენი მამაცი მაშველები და პოლიცია მუშაობს. დაშავებულებს სამედიცინო მუშაკები ეხმარებიან. ასევე დაზიანდა კორპუსის მიმდებარე სახლები და ავტომობილები", - განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა, არტემ ჩერნომოროვმა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 9 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია, ორი მათგანი, მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე