რეზონანსი
(27.07.2022)

ცხინვალი-ჯავის გზაზე ავარიას 31 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. მამასთან ერთად მგზავრობდა 6 წლის ასაკის ბავშვი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევა სოფელ გუფთასთან დღეს დილით მოხდა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ელექტროგადამცემი ხაზის ბოძს შეეჯახა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე