რეზონანსი
(19.07.2022)

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეკა ბესელიამ მმართველი პარტია იმის გამო დატოვა თავის დროზე, რომ მან შავი ფული ვერ გააკეთა.

კობახიძე ბესელიას ურჩევს თავისი „შავი ფული მოიკითხოს“.

„რატომ მეშინია და რატომ ტრიალებს „შავი ფულიო“? ეკა ბესელიამ რა იცის სად რა ტრიალებს? მან თავისი „შავი ფული“ მოიკითხოს. „ქართული ოცნებიდან“ ზუსტად იმიტომ წავიდა, რომ „შავი ფული“ ვერ აკეთა „ქართულ ოცნებაში“ ეკა ბესელიამ. ეს თამამად შემიძლია გითხრათ“ , - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე