რეზონანსი
(14.07.2022)

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, კომპანია პროექტში 5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

„სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულად იცვლება 4 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, წყლის წნევის რეგულატორები მონტაჟდება. ასევე ეწყობა სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები.

ხვალ, 15 ივლისს, წყალმომარაგების ქსელის განახლებული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით გადაერთებითი სამუშაოები 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 ივლისს დილის 10:00 საათიდან, 16 ივლისის 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონში - კოსტავას ქუჩა N28-60; N59-61; N64; თაბუკაშვილის ქუჩა N1-23; N2-30; რუსთაველის გამზ. N29, 31; სტამბის ჩიხს, მარი ბროსეს, ლადო ალექსი-მესხიშვილის, რევაზ ლაღიძის, კვალის, სობჩაკის, ჭანტურიას, გრ.აბაშიძის, ვირსალაძის და ნიშნიანიძის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე