რეზონანსი
(14.07.2022)

გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ გადაიცა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვით, სავარაუდოდ „მთავარი არხის“ გადაცემა post-Factum-ის წამყვანი გიორგი გაბუნია და ამავე გადაცემის თანამშრომლები განიხილავდნენ სოსო გოგაშვილის მიერ, მათთვის მიწოდებულ მასალას, სათაურით - „საიდუმლო ფაილები პირდაპირ სუს-ის კომპიუტერებიდან“ - პირობითი მსჯავრდებულების გრძელი სია, რომლებსაც „ქართული ოცნება“ სასჯელისგან ათავისუფლებს და შემდეგ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.

ჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ გიორგი გაბუნიამ გაიხსენა სოსო გოგაშვილთან შეხვედრა და ამ უკანასკნელის მიერ გიორგი თარგამაძისა და ნოდარ მელაძისთვის გადაცემული მასალები.

„უცნობის კიდობანში“ გასული აუდიოჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ გიორგი გაბუნია ამბობს - მე დავწერ, რომ ფაილები ჩაგვივარდა ხელში, სუს-იდან საიდუმლო წყარომ მოგვაწოდა, რომელსაც ერთმანეთს უგზავნიან.

აქვე სავარაუდოდ გაბუნია ამბობს, რომ გოგაშვილმა აუდიოფაილები მიაწოდა ნოდარ მელაძესაც, მასაც და გიორგი თარგამაძესაც.

„გახმოვანებულია მე მგონი, მაგრამ ჩატიდანაა... დაქალები არიან, ეს ნოდარია შემჯდარი მაგაზე. დაქალები არიან, ძმაკაცობა სხვა პონტია, დაქალები არიან ეგ (ნოდარ მელაძე) და გოგაშვილი“, - ამბობს სავარაუდოდ გიორგი გაბუნია.

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ გიორგი გაბუნიას გარდა ისმის ჟურნალისტების გიორგი გვიშიანის, ლაშა კვესელაძის და ეკა სარიას ხმა.

იმედინიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე