რეზონანსი
(07.07.2022)

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ქარელის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

დაშავებულთა ნაწილს სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ადგილზე გაუწიეს ამბულატორიული დახმარება, ერთ-ერთი დაშავებული კი, ბელარუსის მოქალაქე, ორსული ქალი გორში, კლინიკა ,,გორმედში" გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, პაციენტს უტარდება ყველა საჭირო კვლევა, ამ ეტაპზე, ორსულის და ნაყოფის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

წყარო: „interpressnews“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე