რეზონანსი
(07.07.2022)

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა, ბორის ჯონსონის გადადგომას გამოეხმაურა.

ზახაროვა, ჯონსონის გადაყენებას რუსეთ-უკრაინის ომში დიდი ბრიტანეთის აქტიურობას უკავშირებს.

"ჯონსონი გაიქცა ჩაძირული გემიდან და ფსონი დადო საკუთარ კარიერაზე. ამ ამბიდან გაკვეთილი შემდეგია, არ შეეცადოთ რუსეთის განადგურებას. რუსეთის განადგურება შეუძლებელია. შესაძლოა კბილები მოიტეხოთ და შემდეგ ამით დაიხრჩოთ... ბორის ჯონსონს თავისივე გაშვებული ბუმერანგი მოხვდა, ის მისმა თანამებრძოლებმა ის მიატოვეს", - თქვა ზახაროვამ.

შეგახსნებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი გადადგა. მისივე თქმით, ნათელია კონსერვატიული პარტიის ნება, რომ პარტიას ახალი ლიდერი, ქვეყანას კი ახალი პრემიერმინისტრი სჭირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე