რეზონანსი
(07.07.2022)

რუსულმა ძალებმა დღეს დილით, სტრატეგიული მნიშვნელობის, უკრაინის სამხრეთით მდებარე კუნძული „ზმეინი“ დაბომბეს. კუნძულს ორი რუსული რაკეტა მოხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

ოდესის რეგიონული ადმინისტრაციის პრესსპიკერის, სეგეი ბრაჩუკის თქმით, რუსულმა რაკეტებმა კუნძულზე ნავსადგომი „მნიშვნელოვნად დააზიანა“.

ბრაჩუკმა დასძინა, რომ გამთენიისას თავდასხმა ოდესაზეც მოხდა. მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად 35 ტონა მარცვლეული განადგურდა.

ცნობისთვის, გასულ კვირას კუნძულ „ზმეინზე“ რუსული ძალების ტერიტორიიდან გასვლის შემდეგ, უკრაინის დროშა აღიმართა. კუნძული ომის დაწყების დღიდან რუსული ოკუპაციის ქვეშ იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე