რეზონანსი
(07.07.2022)

გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები დიდი ხანია პოლიტიკაში არიან გადმონაცვლებული და დიდი ხანია პოლიტიკურ მუშაობას ეწევიან, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მოძრაობა „შინ ევროპისკენ“-ის პოლიტიკურ პარტიად შესაძლო გარდაქმნას.

„იმდენად აშკარა გახდა მათი პოლიტიკური შიდა განაწესი, რომ ვფიქრობ სხვა გზაც არ დარჩენიათ. ისევე როგორც ამ განცხადების ავტორ ნიკა სიმონიშვილს, რომელიც არავითარ არასამთავრობო ორგანიზაციას და საზოგადოებას არ წარმოადგენს. იგი დიდი ხანია „ნაციონალური მოძრაობის წევრი და მისი აქტივისტია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე