რეზონანსი
(06.07.2022)

საქართველოში დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენება, შესაძლოა ისევ სავალდებულო გახდეს. მიზეზი, კორონავირუსის საგანგაშოდ გაზრდილი სტატისტიკაა. მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 5-ჯერაა გაზრდილი. სპეციალისტები ოქტომბერში ვირუსის მეშვიდე ტალღას და კოვიდის ცუნამს ელოდებიან. მთავარ საფრთხეს კვლავ ომიკრონის ქვეშტამი BA.5 ქმნის, რომელიც წითელას გავრცელების მაჩვენებელს უტოლდება.

ეპიდემიოლოგები ვირუსის გავრცელების მასშტაბებს აკვირდებიან. თუკი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების მატება არ შეჩერდება, იმუნიზაციის საბჭო ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ისევ შეიკრიბება.

სპეციალისტები მოქალაქეებს ნებისმიერი საეჭვო შემთხვევის დროს ტესტირებას ურჩევენ.

"რუსთავი 2"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე