რეზონანსი
(06.07.2022)

ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე ხმაური იყო. ცხრასართულიან კორპუსში მცხოვრებლები კომპანია "ორბის" წინააღმდეგ აქციას მართავდნენ.

როგორც შეკრებილები აცხადებდნენ საცხოვრებელ კორპუსთან კომპანია "ორბი" მაღალ კორპუსს აშენებს, რაც მათთვის მიუღებელია.

"დაიფარა ჩვენი საცხოვრებელი სახლი, ჰაერი აღარ გვექნება, ხედავთ, რომ პირდაპირ გზის სავალ ნაწილზე არის გაჩაღებული მშენებლობა. მივმართეთ ბათუმის მერიას, თუმცა აღნიშნულ კომპანიას მშენებლობის ნებართვა მაინც მიეცა", - ამბობენ შეკრებილები.

თავის მხრივ, კომპანია "ორბში" აცხადებენ, რომ მშენებლობა კანონის დაცვით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე