რეზონანსი
(05.11.2026)

 „გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" 9 ნოემბრის 06:00 საათიდან 18 ნოემბრის 16:00 საათამდე რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს", - ამის შესახებ განცხადებას შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად შეუწყდებათ ქვემოთ ჩამოთვლილი გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს, კერძოდ:

9 ნოემბერს 06:00 საათიდან 17:00 საათამდე - ახმეტის, ოჟიოს, ქისტაურის, ნაფარეულის, თელავისა და წინანდლის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს;

10 ნოემბერს 06:00 საათიდან 17:00 საათამდე - ჩუმლაყის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს;

10 ნოემბრის 06:00 საათიდან 11 ნოემბრის 16:00 საათამდე - ყვარლის, ვაზისუბნის, ველისციხისა და ახაშენის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს;

12 ნოემბრის 06:00 საათიდან 13 ნოემბრის 16:00 საათამდე - ჭაბუკიანის, გიორგეთის, კაბალის, ლაგოდეხის, კარდენახის, ჩალაუბნისა და გურჯაანის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს;

17 ნოემბრის 06:00 საათიდან 18 ნოემბრის 16:00 საათამდე - კაჭრეთის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების ოპერატიულ შესრულებას გაზის მიწოდების უმოკლეს დროში აღსადგენად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე