რეზონანსი
(04.11.2026)

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ ბიჭებს ემშვიდობებიან. ავტომობილი, რომელშიც ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა, მდინარე რიონში გადავარდა. 

ART Georgia-ს ინფორმაციით, ქუთაისში, ავარიის დროს დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა ბერდია ხაბულიანია.

„რა ტრაგედიაა შვილებო, თქვენი დაკარგვა, რა სიმწარეა...“ - წერენ კომენტარებში. 

მეორე ახალგაზრდის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე