რეზონანსი
(25.10.2026)

მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში პიოტრ იანთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ქართველმა მებრძოლმა ბრძოლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. 

„ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო. მე უკეთესი შემიძლია ვიყო. ვულოცავ პიოტრ იანს - მან დამამარცხა, ის დღეს უკეთესი იყო. ვულოცავ მას და მის ოჯახს“, - თქვა მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში.

მანვე სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა:

„ყველა ქართველს დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის! განსაკუთრებით ვინც დარბაზში შეძელით მოსვლა. მიყვარხართ,“, - დაწერა ქართველმა მებრძოლმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე