რეზონანსი
(24.10.2026)

ბაბი კირკიტაძე „ღამის შოუს ბენდის“ წევრი აღარ იქნება. აღნიშნულის შესახებ „ღამის შოუს“ ანონსიდან ხდება ცნობილი.

შოუს წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ მაყურებელს ბენდის ახალი წევრი წარუდგინა. „ჩვენი ბენდის ახალი წევრი, ნინი ყულეჯიშვილი, აპლოდისმენტებით შეეგებეთ“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

სიახლის შესახებ სოციალურ ქსელში ნინი ყულეჯიშვილიც წერს:

„ესეც ჩვენი ახალი ამბავი… ეს მხოლოდ ჩემი ოცნების დასაწყისია… საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის“, – წერს ნინი ყულეჯიშვილი სოციალურ ქსელში.

ნინი ყულეჯიშვილი ის მომღერალია, რომლის შესრულება „ „ტიკ-ტოკზე“ მილიონობით ნახვას აგროვებს,

ნინო რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. 7 ნოემბერს კი ბათუმში ის და მისი მომავალი მეუღლე, თორნიკე ინწკირველი 600 სტუმარს ელოდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე