რეზონანსი
(24.10.2026)

ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას  ავრცელებს.

„ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა მომსახურების განყოფილების მთავარი ბიბლიოთეკარი მაკა ლეჟავა.

სიტყვები უძლურია იმ მწუხარების გადმოსაცემად, რასაც ჩვენი სამსახური და, ზოგადად, ყველა ის ადამიანი განიცდის, ვინც მაკა ლეჟავას იცნობდა. მას უზომოდ უყვარდა თავისი საქმე; უყვარდა ყველა და ყველაფერი რაც მის ირგვლივ იყო... სასიამოვნო დასანახი იყო, როგორ დაშარიშურობდა თაროებს შორის, წიგნსაცავში, და მკითხველს გულმოდგინედ ურჩევდა, რა წაეკითხა. ავადმყოფობის დროსაც სამსახურში მოიჩქაროდა. აქ უხაროდა, აქ იყო რეალიზებული.

მოდიოდა და მოჰქონდა ხალისი, წრფელი ღიმილი, სიყვარული...

მისი სახით კიდევ ერთი ნათელი ადამიანი დაკარგა საქართველომ; ხაშურმა... კარგი პროფესიონალი-საბიბლიოთეკო სივრცემ... ვუსამძიმრებთ ყველას, ოჯახს, მეგობრებს, ნათესავებს... უზომოდ ვწუხვართ“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე