რეზონანსი
(23.10.2026)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა-კონცერტს დაესწრო.

სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა, პარლამენტის თავმჯდომარე აგნეს ფორშტჰოფერთან ერთად, სახელმწიფო ოპერაში უმასპინძლა.

საქართველოს მთავრობის მეთაური გალა-კონცერტს დელეგაციასთან ერთად დაესწრო, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე