რეზონანსი
(23.10.2026)

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან.

სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები და სხვადასხვა სექტორში მიმდინარე თანამშრომლობის პროექტები განიხილეს.

„საუბარი შეეხო რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ქვეყნის მაკროეკონომიკურ ვითარებას, საშუალოვადიან პროგნოზებს, დაკავშირებადობისა და სხვა საინვესტიციო პროექტების მიმართულებით საქართველოს გეგმებს.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების უფროსი ანა-მარია შნაიდერი“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე