რეზონანსი
(22.10.2026)

კაფკას “პროცესი” რაც არის, ზუსტად იმ პროცესს ვადევნებთ თვალს - არ ვიცით, ვის რა ედება ბრალად, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც პარტიების აკრძალვის შესახებ “ქართული ოცნების” სარჩელს მოსამართლეთა პლენუმი განიხილავს.

სიჭინავას თქმით, მოპასუხე მხარეს დაცვის საშუალებაც არ ეძლევა, რადგან სათანადოდ მომზადების დრო არ გააჩნია.

“დაცვის სტრატეგია მინიმუმ იმას გულისხმობს, რომ სათანადოდ მოემზადო კონკრეტულ შემთხვევაში, რა აქვთ შენთან მიმართებაში, რომ წარმოადგინო კონკრეტული მტკიცებულებები. ამის შესაძლებლობაც არ გვაქვს, ეს არის მოცემულობა”, - განაცხადა სიჭინავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე