რეზონანსი
(22.10.2026)

ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დღეს ხაშურის სიახლოვეს მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, ტრაილერი გაჩერებას აპირებდა და სათადარიგო ზოლში მდგარ სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა. შეჯახების შემდეგ ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურიც გამოიძახეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

წყარო: „ქართლის ამბები"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე