რეზონანსი
(22.10.2026)

გამოძიებამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს, თუ ვის დაკვეთას ასრულებს ეს შავბნელი ასავალ-დასავალი, როდესაც თვეების განმავლობაში ეწევიან კამპანიას, თითქოს ხელისუფლებამ დავითგარეჯი გაყიდა, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის, დომენტი ჩუბინიძის დაკავების ფაქტს.

„ათას უბინძურეს ბრალდებას უყენებენ ხელისუფლებას. უშუალოდ ამ აქტორს პასუხები ექნება გასაცემი სასამართლოს წინაშე. მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე