რეზონანსი
(22.10.2026)

კამათის ფონზხე დაიწყო პარტიების აკრძალვის საქმის განხილვის მეორე დღე საკონსტიტუციო სასამართლოში -  ერთმანეთს რევაზ ნადარაია და ნიკა გვარამია დაუპირისპირდნენ.

ნიკა გვარამიამ მოწმეთა დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა და საკონსტუტუციოს მიმართა, რომ გამოითხოვოს მათ შესახებ ინფორმაცია, რაზეც ნადარაიამ უთხრა, რომ გამოსაკითხ პირებზე ინფორმაცია მათ უნდა მოეწოდებინათ კოლეგიისთვის.

"თქვენ ჩემი დირექტორი არ ხართ"- მიმართა თავმჯდომარეს გვარამიამ. 

"კორექტული ტონი მხოლოდ მშვიდ საუბარს არ გულისხმობს"- მიმართა ნიკა გავარამიას რევაზ ნადარაიამ და მას გაფრთხილება მისცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე