რეზონანსი
(22.10.2026)

მონაკოში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი, ნიკა ლომია, სოციალურ ქსელში გამომწერებს ხშირად უზიარებს ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებშიც მისი ყოველდღიური ცხოვრება და მდიდრული ცხოვრების წესია ასახული.

ნიკა ლომია საერთაშორისო IT კომპანია Spribe-ის თანადამფუძნებელია. კომპანია ონლაინკაზინოებისთვის პროგრამულ პროდუქტებს ქმნის და განსაკუთრებით ცნობილია თამაშით Aviator.

უცხოური მედიის ცნობით, ლომიას Spribe-ის 40%-იანი წილი ეკუთვნის, თუმცა მისი პირადი ქონების ზუსტი ღირებულება საჯაროდ დადასტურებული არ არის. 

 ნიკა ლომიას მეუღლე უკრაინელი მოდელი ნიკა კუზნეცოვაა. წყვილმა 2026 წლის აპრილში საფრანგეთის ქალაქ კანში იქორწინა. მედიის ინფორმაციით, მდიდრული საქორწინო ცერემონიის ღირებულებამ 4,5 მილიონ ევროს გადააჭარბა.

ღონისძიებაზე სტუმრების წინაშე ცნობილი პუერტორიკოელი მომღერალი რიკი მარტინიც იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე