რეზონანსი
(22.10.2026)

გორის ჰოსპიტალში დაჭრილი სამხედრო პირი შეიყვანეს. როგორც ,,ქართლის ამბებს" აცნობეს, ჯარისკაცი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერიდანაა. 

"ახალგაზრდა ბიჭი წაიყვანეს ჰოსპიტალში, იქნებ გაარკვიოთ, რა ხდება. თან ფორმა ეცვა"- აცნობეს ,,ქართლის ამბებს".

ძევერის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ექიმებმა ოპერაცია უკვე ჩაატარეს: ,,როგორც გავარკვიე, ოპერაცია ჩატარდა და ამჟამად ექიმების დაკვირვების ქვეშაა".

თავდაცვის სამინისტროს და პროკურატურის პრესსამსახურები სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე