რეზონანსი
(21.10.2026)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. გიორგი ნემსაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი მისმა შვილმა ნახე.
როგორც "რეზონანსს" ოჯახის ახლობელმა აცნობა, გიორგი ნემსაძე ძილში გარდაიცვალა. "დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. სავარაუდოდ, გულით არის დაღუპული ან თრომბით" - უთხრა გამოცემას გიორგის ახლო მეგობარმა.
ოფიციალური მიზეზი ჯერ არ დასახელებულა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



