რეზონანსი
(08.10.2026)

გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოცლიალურ ქსელში წერს:

"ნია იმნაძე გუშინ, 7 ოქტომბერს, სასამართლო პროცესზე ცუდად არ გამხდარა! გიორგი ლეკიშვილს ისევ შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება! ვიცი, ელოდით ჩემს პოსტს, მაგრამ პირველი ოქტომბრის მერე გიგა ავალიანის სახელზე ათასწლოვან მუხებს და საკურას ნერგებს ვრგავთ,

რომლებიც ლეგენდებად მოჰყვებიან გიგა ავალიანზე საუკუნეების მერე. ამიტომ ვერ მოვიცალე გიორგი ლეკიშვილისთვის, რომელიც ყოველ ახალ პროცესზე ამტკიცებს წარმოდგენას თავის შეურაცხადობაზე და ამყარებს ნია იმნაძის ბრალად შერაცხულ დანაშაულს.

დიახ, ნია იმნაძე მატყუარა და მანიპულატორია, მაგრამ მან მოახერხა მანიპულირება კრიმინალისადმი მიდრეკილ ალექსანდრე გაბაშვილზე, თუმცა ვერახერხებს ექიმებზე და სასამართლოზე.

დავიწყებ იმით, რომნია იმნაძე გუშინ გიორგი ლეკიშვილის გეგმის მიხედვით, სასამართლო პროცესზე ცუდად უნდა გამხდარიყო, მაგრამ ვერ გახდა! როგორც ექიმმა აღნიშნა, ნია იმნაძეს წნევაც, გულის ცემაც და შაქარიც ჰქონდა კარგი! დავაზუსტებ: ნია იმნაძემ იცოდა, რომ გიორგი ლეკიშვილის საუბრის დროს უნდა დაეწყო ტირილი. როცა ლეკიშვილი აზარტში შევიდა, იმნაძემ ტირილი დაიწყო. გამოიძახეს ექიმი, რომელმაც "პაციენტს" ჰკითხა რა აწუხებდა. ექიმის კითხვა ვეღარ გათვალა ლეკიშვილმა და"ნიაკომ" უპასუხა, რომ უბრალოდ ხელები უკანკალებდა. გასინჯეს "ნიაკო" და ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ჰქონდა ნორმაში! როცა ნია იმნაძეს თავს ეხვივნენ, ბრალდებულთა გალიაში გამომწყვდეული არასრულწლოვანი ანასტასია ბერუაშვილი მართლა ცრემლებით ტიროდა, მაგრამ ბერუაშვილის ადვოკატები და მამაც კი ეფოფინებოდნენ "ნიაკოს" და სულ არ ახსოვდათ "ტასუნა".

რადგან ვწერ, ამასაც ვიტყვი: ხომ გახსოვთ, გიორგი ლეკიშვილმა რომ საჯაროდ განაცხადა, ადვოკატ დარეჯან სულაშვილიდან ვგრძნობდით საფრთხეს და ამიტომ ვახდენდით ფარულ გადაღებას სათვალითო? ჰო, აი იმ დარეჯან სულაშვილს, ჩემს ადვოკატს, გუშინ მიუახლოვდა და ღიმილით მიესალმა გიორგი ლეკიშვილი. დარეჯანის კითხვას, თუ რატომ აღარ გრძნობდა ახლა საფრთხეს, პასუხი აარიდა და სასამართლოს დარბაზში შეიძურწა. ალბათ ნიკასთან და ეკასთან ერთად რომ ხედავს, მაშინ ეშინია დარეჯან სულაშვილის.

აკი ვთქვი, შეურაცხადის შთაბეჭდილებას ტოვებსთქო. თუმცა ლეკიშვილი უკვე კარგად მიხვდა, ვისთან აქვს საქმე! მიხვდა, რომ ეკა კუპატაძე სამარემდე მიჰყვება და ყველა სიტყვაზე, ყველა ქცევასა თუ მიმიკაზე უმკაცრესად აგებინებს პასუხს და უკვე რქებმოტეხილი დადის.

სულ დაავიწყდა ე.წ. "ისრაელი ექსპერტები". უფრო მეტიც, გეზი იცვალა და სასამართლო პროცესზე რამდენჯერმე თქვა კიდეც, რომ "ნიაკოს" ბულინგზე პასუხისმგებლობას არ აკისრებს დაზარალებულ ოჯახს. არადა ჯერ კიდევ 28 ოქტომბერს, როცა ჩემი ანგელოზი სახლში გაშოლტილი მეწვინა კუბოში, ლეკიშვილმა მიჩივლა, რომ ნია იმნაძეს ვაბულინგებდით! (პოსტის ქვეშ ავტვირთავ ამ საჩივარს, რომელიც საქმის მასალებშიც კი დევს.)

დაგაგვიანდა ლეკიშვილო, უხერხული ცუნდრუკი. დამფრთხალი ლეკიშვილი ცდილობს თვითონ აერიდოს და ხელი ბოლომდე შეაწმინდოს იმნაძეს, მაგრამ კარგად მაინც ვერ ინიღბება, ამიტომ ახლა ბოდიში ყველას და გიორგი ლეკიშვილს ოფიციალურად უნდა მივმართო: გიორგი ლეკიშვილო, შენ გიგა ავალიანი და ეკა კუპატაძე თამარ ნავროზაშვილი ხომ არ გგონია, მისივე ქმართან რომ გებილწსიტყვავება და ღრიანცელი გაგიდით? ან მისი წერა-კითხვის უცოდინარი დედა და დეიდები, 15-16 წლის ასაკში ყველა დათხოვილი რომ იყო? (თამარ ნავროზაშვილის დედას, წერა-კითხვის უცოდინარ შორენა ბალხამიშვილს, რომელსაც პოსტებს აწერინებდა ლეკიშვილი, ჰყავს 5 და. ექვსივე მათგანი გათხოვდა სკოლის მერხიდან!

ოჯახის შექმნა, შესაძლოა ჰო, მაგრამ აი, მათი გაგრძელებული ცხოვრება კი......

მნიშვნელოვანი: მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელი სასამართლო პროცესი განსაზღვრულს თითქმის ერთ საათით გადააჭარბეს, 6 მოწმიდან მხოლოდ 1 მოწმის დაკითხვა მოხერხდა. საქმეში სულ არის 308 მოწმე, ექსპერტიზის დასკვნები და უთვალავი აუდიო-ვიდეო მტკიცებულება. ლეკიშვილმა ყვეეეეელაფერი გახადა სადავო. სავარაუდოდ, ლეკიშვილს აქვს ერთადერთი სტრატეგია, გაწელოს დრო და ვერ მოესწროს ამ ყველაფრის გამოკვლევა განსაზღვრულ ვადაში. რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია პროკურორს და მოსამართლეს. ვთქვი ადრეც:გიგას მკვლელები, მათი ოჯახები და ადვოკატები ერთნაირი ღირებულებების არიან, თუმცა მაინც აქვთ თავისი ინდივიდუალიზმის საინდენტიფიკაციო კოდი. ჰოდა, ახლა, როცა 40 ტომიანი საქმე ხელში მიჭირავს და ყველას შინაგან სამყაროში ღრმად ვიხედები, სულ მეფიქრება: ამათგან ვინ უფრო საშიშია საზოგადოებისთვის?

ყოველთვის ცალსახად მივდივარ ერთ დასკვნამდე: მერაბ მალანია და მისი ცოლ-შვილი! ჰოდააა, ხვალ, 9 ოქტომბერს, გიორგი მალანიას სასამართლო პროცესია....... მკვლელთა გარემოცვავ, როგორ ფიქრობთ, მე — დედას, რომელმაც მკვდარ შვილს სურათი გადავუღე, რადგან ის აღარ ჰგავდა ჩემს ანგელოზს, 23 დღიან სიკვდილთან ბრძოლაში მას 23 წელი მოემატა და ჩემს ასაკს მიღწეულ კაცს უგავდა სახე, ვინმეს სისულეები შემაჩერებს," - წერს კუპატაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე