რეზონანსი
(08.10.2026)

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი აცხადებს, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სექტორზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
„თუ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდება, პირველები სწორედ ჩვენ დავზარალდებით და ეს ორი მიმართულებით მოხდება.
ერთი მხრივ, მოგვიწევს ძლიერ არათანაბარ კონკურენციასთან გამკლავება, მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვნად შემცირდება ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის (CAP) ბიუჯეტიდან საფრანგეთის სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი წილი“, - დაწერა ლე პენმა სოციალურ ქსელ X-ში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



