რეზონანსი
(08.10.2026)

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, კრამატორსკზე თავდასხმა განახორციელეს. ორ ავტობუსზე დარტყმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის დროს ავტობუსებს მგზავრები გადაჰყავდა.

“რუსულმა ძალებმა კრამატორსკზე თავდასხმა განახორციელეს. თავდასხმის ეპიცენტრში ორი ავტობუსი აღმოჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 12 ადამიანი. თოთხმეტი ადამიანი დაშავდა”, - აღნიშნულია დონეცკის რეგიონული პროკურატურის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე