
ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს რეზოლუცია - „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ” - 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 97-მა ევროპარლამენტარმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან მიცემისგან თავი შეიკავა.
რეზოლუციის პროექტში, რომელიც გუშინ, აღნიშნულ საკითხზე დებატების გამართვამდე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ქართული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და მათ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გატანას მოითხოვს.
ამასთან, ევროპარლამენტი ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, სანქციები დაუწესონ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს; პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და თბილისის მერს, კახა კალაძეს.
„ვინაიდან, საქართველოში ვითარება სულ უფრო უარესდება, მეტი უკუსვლით დემოკრატიის, მედიის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით “ქართული ოცნების” მთავრობის ქმედებების გამო, რომლებიც სულ უფრო არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის კოპენჰაგენის კრიტერიუმებს;
ვინაიდან, 2025 წლის ნოემბერში “ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებადმა პარლამენტმა ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა, მათ შორის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილების” და “ძლიერი საქართველოს - ლელოს” აკრძალვის მოთხოვნით; “ფედერალისტები” მოგვიანებით დაამატეს სარჩელში, 2026 წლის სექტემბერში, დაემატა “საქართველოსთვის” - ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რაც ლეგიტიმურ პოლიტიკურ ოპოზიციას ანადგურებს;
ვინაიდან, ეს სასამართლო საქმეები “ქართული ოცნების” უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიცაა პოლიტიკური პლურალიზმის განადგურებით საქართველოს ერთპარტიულ რეჟიმად ქცევა, რუსეთისა და ბელარუსის მოდელების მსგავსად, რაც კრემლის მიზანს ემსახურება, რომ საქართველო ევროპული და ევრო-ატლანტიკური სივრცის მიღმა დატოვოს;
ვინაიდან, მოსამართლეები საკონსტიტუციო სასამართლოში დაინიშნნენ 2026 წლის სექტემბერში, რამაც ეჭვები გააჩინა სასამართლო საქმეებში მათ დამოუკიდებლობაზე;
ვინაიდან, “კონრად ადენაუერისა” და “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდები” იძულებული გახდნენ დაეხურათ თბილისის ოფისები 2026 წლის სექტემბერში, მას შემდეგ რაც მთავრობამ უარყო “გრანტების შესახებ კანონი” ფარგლებში პროექტების დაფინანსების თაობაზე მათი განცხადებები;
ვინაიდან, მრავალი ჟურნალისტი იქნა დაპატიმრებული იმისთვის, რომ ინფორმაციას ავრცელებდნენ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეპრესიებზე.
[ევროპარლამენტი] მკაცრად გმობს საქართველოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას და მოითხოვს მათ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გატანას; ხაზს უსვამს, რომ მოქმედი პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის განუყოფელი საყრდენია და რომ ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის სასამართლო გზით განადგურება შეუთავსებელია დემოკრატიასთან; აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ერთადერთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა ძირს უთხრის რეჟიმის წინა ნარატივს, რომლის თანახმადაც, მისი სამიზნე მხოლოდ „ბოიკოტის რეჟიმში მყოფი“ პარტიებია.
ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლების მოწოდებით გამოდის, მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძისა და ნიკა მელიასი, და ყველა იმ პირის, ვინც მშვიდობიანი პროტესტისთვის დააპატიმრეს;
მოწოდებით გამოდის, გაუქმდეს პოლიტიკურად მოტივირებულ “საბოტაჟში” ბრალდებები;
მოწოდებით გამოდის, გაიწვიონ დებულებები, რომლებიც არაპროპორციულ აკრძალვებს უშვებს პარტიებისა და პირების წინააღმდეგ, ვინც ასოცირებული არიან აკრძალულ პარტიებთან;
გმობს კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად;
მოწოდებით გამოდის, დასრულდეს ევროპული პოლიტიკური ფონდებისთვის ხელის შეშლა;
სინანულს გამოთქვამს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის მხრიდან ქმედებების მუდმივი არარსებობის გამო, რათა ხელშესახები შედეგები შექმნან საქართველოში სულ უფრო მძიმე ვითარებისთვის;
ხელახლა იმეორებს თავის მოწოდებას პერსონალური სანქციებისა და სავიზო აკრძალვების შესახებ მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, ძალადობრივ რეპრესიებსა და პოლიტიკურ დევნაზე, უპირველეს ყოვლისა ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის წინააღმდეგ;
[ევროპარლამენტი] ხელახლა იმეორებს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი თავის მხარდაჭერას; [ევროპარლამენტი] იმეორებს თავის არაერთხელ გაჟღერებულ გაფრთხილებას, რომ ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს და გამორიცხავს ნებისმიერ ნაბიჯს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ;
[ევროპარლამენტი] ავალებს თავის პრეზიდენტს, რომ რეზოლუცია გადასცეს საბჭოს, ევროკომისიას, უმაღლეს წარმომადგენელს, წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს თვითდანიშნულ მთავრობას”, - ნათქვამია რეზოლუციაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



