რეზონანსი
(08.10.2026)

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) მერვედფინალური ეტაპის შეხვედრა იაპონელ სანშირო მურაოსთან დათმო და ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.

"არ უნდა წამეგო რაა... ძალიან მაგრად ვიყავი მომზადებული" - ამბობს ბექაური.

შეჯიბრებაზე გამოსვლას აგრძელებს ნინო გულბანი (70კგ). ის 1/16-ფინალურ ეტაპზე ისრაელის წარმომადგენელს, მაია გოშენს შეხვდება.

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე