
ერთი ადამიანი დაიღუპა თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად. მეწყრის დროს კლდეების ქვეშ 45 წლის ქასიმ ტოპალოღლუ მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამაშველო და სამედიცინო ჯგუფებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
მეწყერი ტირ პარკთან ჩამოწვა, სადაც სატვირთო ტრაილერები იყო განთავსებული. მეწყერმა ერთიანად დააზიანა 8 სატვირთო და 1 ცისტერნიანი ავტომობილი.
ადგილზე AFAD-ის, სახანძრო სამსახურის, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობდნენ. ტერიტორიაზე ახალი მეწყრის ჩამოწოლის საფრთხის გამო დამატებითი უსაფრთხოების ზომებიც მიიღეს.
ამ დროისთვის სატვირთო მანქანების სადგომზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები და ჩამოშლილი კლდეებისგან ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



