
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი სიიდან, რომელშიც 743 ფიზიკური და 826 იურიდიული პირია შეყვანილი, ესტონეთის მოთხოვნით ამოიღეს რუსული კომპანია, რომელიც ესტონურ კომპანია Silmet-ს იშვიათ ლითონებს აწვდის.
„ესტონეთის მოთხოვნით, თავდაპირველი წინადადებიდან ერთი კომპანია და ერთი პირი ამოიღეს. საქმე ეხება რუსულ კომპანიას, რომელიც იშვიათ ლითონებს აწვდის ესტონურ კომპანია Silmet-ს. Silmet ამ მასალას ევროკავშირში, მ
ათ შორის ქარის ტურბინებისთვის საჭირო პროდუქციის წარმოებაში იყენებს. ახლა კომპანია იშვიათი ლითონების ალტერნატიული მომწოდებლების მოძიებას ცდილობს“, - დაწერა იოზვიაკმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა გუშინ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეათანხმეს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეს გადაწყვეტილება 12 ოქტომბრის სხდომაზე ოფიციალურად უნდა დაამტკიცონ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



