
ეს არის სავარაუდოდ წინასწარ იმის „გაპრავება“, რომ პაატა ბურჭულაძე სავარაუდოდ აპირებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დათანხმებას, - ასე გამოეხმაურა ლევან მაჭავარიანი პაატა ბურჭულაძის პოსტს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბურჭულაძის თანამებრძოლების მხრიდან ბულინგზე საუბრობს.
„მან კარგად იცის, თუ რამხელა წნეხი და ბულინგი წამოვა მისი თანამოაზრეებიდან მასზე და ამ პოსტით ცდილობს, ეს ყველაფერი რაღაცნაირად გადაიზღვიოს. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ადამიანთა დაჯგუფებაზე, რომლებიც თითოს თანამებრძოლები, თანამოაზრეები არიან, მაგრამ ერთმანეთის მიმართაც კი უკიდურესად ფაშისტურ მეთოდებს იყენებენ, თუ თანაგუნდელი რაღაც მომენტში საღად იაზროვნებს“, - აცხადებს მაჭავარიანი.
პაატა ბურჭულაძემ დაწერა, რომ საპროცესო შეთანხმება, პატიმრობიდან გათავისუფლების საშუალებაა. მანამდე პროკურატურას განცხადებებით მიმართეს, 4 ოქტომბრის, ხელისუფლების დამხობის მცდელობის სხვა ორგანიზატორებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



