რეზონანსი
(08.10.2026)

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ ირმა სო­ხა­ძის მი­სა­მარ­თით გავ­რცე­ლე­ბულ მწვავე გან­ცხა­დე­ბას მომ­ღე­რა­ლი სა­ჯა­როდ გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა სო­ხა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი კრი­ტი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მისი ოჯა­ხის ის­ტო­რი­ას და­უ­კავ­ში­რა და ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ მისი მე­უღ­ლის, რეზო ასა­თი­ა­ნის, და­კა­ვე­ბა­ზე გა­ა­კე­თა.

მომ­ღე­რა­ლი ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ეთან­ხმე­ბა და აცხა­დებს, რომ მისი მე­უღ­ლე "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ. მომ­ღე­რა­ლი ასე­ვე უარ­ყოფს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ მისი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პი­რად ან ოჯა­ხურ გა­მოც­დი­ლე­ბას ეყ­რდნო­ბა:

"ამ ტექსტს ვაქ­ვეყ­ნებ მხო­ლოდ თქვენ­თვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და არა სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­სუ­ხად. სა­ჯა­რო­ო­ბა მკა­ფი­ო­ო­ბას ითხოვს და უბ­რა­ლოდ მინ­და ვი­თა­რე­ბა გა­ნი­მარ­ტოს. მის ტექ­სტში მო­ტა­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა - "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ არც ჩემი მე­უღ­ლე და­უ­კა­ვე­ბი­ათ და არც სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი ჩემი ურ­ყე­ვად უარ­ყო­ფი­თი მი­მარ­თე­ბაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი პი­რა­დი ან ოჯა­ხუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბით.

და ის, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი კვლა­ვაც არ ცნობს მისი რე­ჟი­მის სი­სას­ტი­კის კრი­ტი­კო­სებს და მათ "გა­შა­ვე­ბას" ასე­თი სულმდა­ბა­ლი ფორ­მით ცდი­ლობს, თა­ვის­თა­ვად მრავ­ლის­მე­ტყვე­ლი ამ­ბა­ვია! ვე­რა­ნა­ი­რი გაკ­ვე­თი­ლი ვერ ის­წავ­ლეს, ვერც დას­კვნე­ბი გა­მო­ი­ტა­ნეს. კვლავ ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ მათ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს ყო­ველ­თვის "პი­რა­დი ინ­ტე­რე­სი" ამოძ­რა­ვებთ!

და კი­დევ აქეთ გვა­მუ­ნა­თე­ბენ, რო­გორ გავ­ბე­დეთ და მათი სი­სას­ტი­კე გა­და­ვირ­ჩი­ეთ!

რთულ დრო­ში ვცხოვ­რობთ და ახლა სხვა რე­ა­ლო­ბას­თან გვი­წევს ბრძო­ლა. მე ამ ახა­ლი რე­ა­ლო­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბამ პი­რა­დი თუ კა­რი­ე­რუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის დათ­მო­ბის­კე­ნაც მი­ბიძ­გა - ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ამას ვერ გა­ი­გებს, მაგ­რამ ბევ­რი ჩვენ­გა­ნის­თვის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.

მჯე­რა, ის­ტო­რია ყვე­ლა­ფერს სწორ სა­ხელს და­არ­ქმევს.

მად­ლო­ბას გიხ­დით მხარ­და­ჭე­რის­თვის - ამით ეს თემა ჩემი მხრი­დან და­ხუ­რუ­ლია", - დაწერა მომღერალმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე