რეზონანსი
(06.10.2026)

საფრანგეთში ისლამი ოდესღაც დიადი ქვეყნის დაპრყობას ცდილობს, - ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საფრანგეთში მიმდინარე სკოლის მოსწავლეების პროტესტებს.

„ის, რაც საფრანგეთში ხდება სხვა არაფერია, თუ არა უკონტროლო მასობრივი მიგრაცია. ეს სკოლებზე არაა, ეს ისლამზეა, რომელიც ოდესღაც დიადი ქვეყნის დაპყრობას ცდილობს!" - წერს ტრამპი.

ცნობისთვის, საფრანგეთში მოსწავლეები სკოლებთან საპროტესტო აქციებს უკვე ერთ კვირაზე მეტია მართავენ. საფრანგეთის მასშტაბით მოსწავლეები სკოლების დაფინანსების ნაკლებობას, მასწავლებლების დეფიციტსა და სასწავლო პირობების გაუარესებას აპროტესტებენ. საპროტესტო მოძრაობის დაწყების შემდეგ 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის 85 პროცენტი არასრულწლოვანია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე