რეზონანსი
(04.10.2026)

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის ილია II-ის საფ­ლა­ვი სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში თუ აქამ­დე ცო­ცხა­ლი ყვა­ვი­ლე­ბით იყო შემ­კუ­ლი, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად ცო­ცხა­ლი ყვა­ვი­ლე­ბით­ვე ახ­ლდე­ბო­და, ამ­ჟა­მად სხვაგ­ვა­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. საფ­ლა­ვი შე­იც­ვა­ლა და და­უ­ახ­ლოვ­და იმ სა­ბო­ლოო ვერ­სი­ას, რა­საც ის, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მალე მი­ი­ღებს.

საფ­ლა­ვის შეც­ვლის შე­სა­ხებ, ლე­ვა­ნ ჭი­ქი­ნაშ­ვი­ლის ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი­დან გახდა ცნობილი, რომელიც ახლა სა­მე­ბის ტაძ­რის მე­და­ვით­ნე და სტი­ქა­რო­სა­ნია, მანამდე კისა­პატ­რი­არ­ქოს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი და პატ­რი­არ­ქის დაც­ვის წევ­რი იყო. "ამბები" დეტალებისთვის წორედ მას დაუკავშირდა:

"და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვით ადრე და­ი­გეგ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი. მამა კი­რი­ო­ნი მო­ვი­და, გავ­ზო­მეთ, ზო­მე­ბი ავი­ღეთ, რომ ახა­ლი საფ­ლა­ვი ვი­ზუ­ა­ლუ­რად მიმსგავ­სე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო სა­მო­მავ­ლოდ და­ახ­ლო­ე­ბით რა სი­მაღ­ლე და ფორ­მაც ექ­ნე­ბო­და საფ­ლავს...  ხის მა­სა­ლაა და მერე თბი­ლი­სის ფე­რის­ცვა­ლე­ბის დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში ამ ხის შე­სა­ფე­რი­სი გა­და­სა­ფა­რე­ბე­ლი მო­ქარ­გეს... მოკ­ლედ, ჯერ შიდა თეთ­რი, რძის­ფე­რია, რაც მთლი­ა­ნად გა­და­ე­ფა­რა და მერე ზე­მო­დან გა­და­ე­ფა­რა ხა­ვერ­დის შინ­დის­ფე­რი ქსო­ვი­ლი, სა­დაც უკვე აწე­რია: "სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია II“. ზედ გა­მო­სა­ხუ­ლია სე­რა­ფი­მე­ბიც, ჯვა­რიც და ასე­თი ფორ­მა აქვს.

 სა­მო­მავ­ლოდ ქვის იქ­ნე­ბა, ბევ­რად ლა­მა­ზი და ბევ­რად აღ­ქმა­დი, რაც პატ­რი­არ­ქს ეკად­რე­ბა, ლა­მა­ზი და ძვირ­ფა­სი. გუ­შინ დი­ლის 8 სა­ათ­ზე შე­ვუც­ვა­ლეთ ეს ყვე­ლა­ფე­რი და ხალ­ხს, მომ­სვლე­ლებს, ვი­ზი­ტო­რებს გუ­შინ­დე­ლი დღი­დან უკვე ახა­ლი საფ­ლა­ვი დახ­ვდათ - ასე­თი სა­ხის. უმე­ტე­სო­ბას მოს­წონს, ლა­მა­ზია, შემ­კუ­ლი და შე­მო­სი­ლია. ვე­კი­თხე­ბი კი­დეც მათ: "რას იტყვით, რო­გორ მოგ­წონთ?“ უმე­ტე­სო­ბამ - ასე - 500 კა­ცი­დან 480-მა - მო­ი­წო­ნა... იმა­საც ვე­კი­თხე­ბო­დი: "რას იტყვით, ხომ არ არის რამე გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი, აბა, რას ფიქ­რობთ-თქო?“ ცო­ტამ თქვა, ის უფრო ბუ­ნებ­რივს ჰგავ­და, ბევ­რი ყვა­ვი­ლით რომ იყო და­ფე­ნი­ლიო.

 ნათ­ქვა­მია, რომ 25 დე­კემ­ბრამ­დე, აღ­საყ­დრე­ბის დღემ­დე გა­კეთ­დეს. ამ კი­თხვას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მის­ვამს - ეს სა­ბო­ლო­ოა? კი­დევ შე­იც­ვლე­ბა? მეც, ვინც უშუ­ა­ლოდ ახ­ლოს არის ამ სა­კი­თხთან, იმას ვე­კი­თხე­ბი. ჯერ­ჯე­რო­ბით ასეა - 25 დე­კემ­ბრამ­დე უნდა გა­კეთ­დეს უკე­თე­სი, რო­გორც პატ­რი­არ­ქს ეკად­რე­ბა.

უწ­მინ­დე­სი გვაძ­ლი­ე­რებს, ღვთის წყა­ლო­ბაა. ღმერ­თის გა­რე­შე არ იქ­ნე­ბო­და ეს ენერ­გია და გან­წყო­ბა. ღმერ­თი ძა­ლას გვაძ­ლევს, რომ ვემ­სა­ხუ­როთ, მო­ვუ­ა­როთ პატ­რი­არ­ქის საფ­ლავს, ხალ­ხს ვემ­სა­ხუ­როთ - ვინც მოვა, ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ... ხან პე­რი­ო­დუ­ლად სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტრი­დან დე­დებს ტკბი­ლი კვე­რე­ბი ჩა­მო­აქვთ ხოლ­მე. გუ­შინ ბევ­რი ჩა­მოგ­ვი­ტა­ნეს - 500 ცალი ალ­ბათ - და ორი დღეა ვა­რი­გებთ. ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რია, პატ­რი­არ­ქის საფ­ლა­ვი­დან რა­ღაც რომ მი­აქვთ", - განაცხადა ლეცან ჭიქინაშვილმა

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე