რეზონანსი
(30.09.2026)

ხმაურია სოფელ ველისციხეში - ხალხი კიდევ ერთი სკოლის დახურვას აპროტესტებს. ცოტა ხნის წინ მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს. იყო პოლიციასთან სიტყვიერი დაპირისპირებაც.
მშობლების თქმით, სასწვლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში დაიწყო, სამი დღის შემდეგ კი დირექციამ განაცხადა, რომ სკოლა გადაუდებელ რემონტს საჭიროებს.
სოფლის გამგებელმა ბავშვების მშობლებს უთხრა, რომ ერთი თვის განმავლობაში სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავა ან ალტერნატიული სივრცე მოიძებნება, თუმცა მოწავლეების ტრანსპორტირების საკითხი მოუგვარებელია, რაც ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



