რეზონანსი
(28.09.2026)

ხელვაჩაურში ავარიის შედეგად დაღუპული მცირეწლოვანი სანი ცეცხლაძეა - ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ
ავტოსაგზაო შემთხვევა 27 სექტემბერს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოხდა - მთავარის ინფორმაციით, მიკროავტობუსი ქვეითად მიმავალ მოქალაქეებს შეეჯახა. შედეგად 5 წლამდე ბავშვი დაიღუპა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი 3 ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: მთავარი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


