რეზონანსი
(25.09.2026)

პარლამენტის თავმჯდომარემ რადიკალებს სარკეში ჩაახედა და მათ ზღვარს ქვემოთ დაშვებული მოცემულობა აჩვენა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალები მართლაც სექტას ემსგავსენიან, რომელთათვის მნიშვნელოვანია არა ეროვნული ღორებულებები და იდეები, არამედ ის დღის წესრიგი, რომელიც ქვეყნის გარედან არის ნაკარნახევი და ეროვნულ საკითხს არ წარმოადგენს.

„რასაც ვხედავთ, სექტად ქცეული ერთი მუჭა ადამიანები არიან. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არ მოეწომათ და თავის მართლების მცდელობა ჰქონდათ, თუმცა რაც უფრო მეტად ისაუბრებენ ამ თემაზე, მით უფრო დაადასტურებენ, რომ შალვა პაპუაშვილი მართალი იყო, როცა მათ სექტა უწოდა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე