რეზონანსი
(25.09.2026)

თბილისში, ორ მცირეწლოვან ბავშვს ეძებენ. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ბავშვები, N54 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან და მათ შორის ერთი, 6 წლის არის.
„დღეს ფალიაშვილის ქუჩიდან, სკოლიდან თანაკლასელთან ერთად დაიკარგა ბავშვი. გთხოვთ, თუ ვინმეს გეცნოთ ან ნახეთ, დარეკეთ ნომერზე 557 74 37 30“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტის შესახებ ინფორმირებულები არიან და ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება.
ფოტოს ახლობლები ავრცელებენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



