რეზონანსი
(25.09.2026)

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საბოლოოდ გადაწყვიტა უკრაინას  Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზია მისცეს.

ირკვევა, რომ აღნიშნული საუბარი ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ნიუ-იორკში გაიმართა. 

„არსებობს კონკრეტული შეთანხმებები. პრეზიდენტმა ტრამპმა ჩემთან ბოლო შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა: „დიახ, საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე: უკრაინა Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებს მიიღებს”, - განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ონლაინ შეხვედრის დროს“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

თავად აშშ-ის პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ არაფერი უთქვამს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე