რეზონანსი
(21.09.2026)

ნიუ-იორკში, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაიწყო. 

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, დღეს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი. 

მისივე თქმით, დღეს ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა ევროკავშირის ორგანიზებულ ღონისძიებაში:

"ნიუ-იორკში, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაიწყო. დღეს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან. გვექნება შესაძლებლობა, რომ უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. დღეს ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა ევროკავშირის ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნება მულტილატერალიზმს და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ დისკუსიაში,"- აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალურ დებატებზე სიტყვით ხუთშაბათს გამოვა. ნიუ-იორკში საქართველოს პრემიერი ასევე ჩაერთვება "მრავალმხრივი პარტნიორობის" სამიტსა და ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც მშვიდობის თემაზე იმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე